ვიდეო მასალა


მეიოზი არის პროცესი, რომლის შედეგადდიპლოიდური ეუკარიოტული უჯრედი იყოფა ისე, რომ ჰაპლოიდურ უჯრედებს, გამეტებს წარმოქმნის. მეიოზი მნიშვნელოვანია სქესობრივი გამრავლებისათვის. ვინაიდან პროკარიოტებს სქესი და სქესობრივი გამრავლება არ აქვთ, მათ არც მეიოზის უნარი გააჩნიათ.
დიპლოიდური უჯრედი ქრომოსომების ორჰომოლოგიურ ნაკრებს შეიცავს. მეიოზის დროს ხდება ყველა ქრომოსომის რეპლიკაცია, რასაც თან სდევს უჯრედის ორი თანმიმდევრული გაყოფა. შედეგად წარმოიქმნება ოთხი უჯრედი და ყოველ მათგანს ქრომოსომების ერთი ნაკრები ერგება მხოლოდ.

Комментариев нет:

Отправить комментарий